სახლში გამომცხვარი ორეო – ბავშვების საყვარელი ტკბილეული

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    25 წუთი
  • ულუფა
    10

ბავშვებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ტკბილეული ორეოს ორცხობილაა. იცოდით, რომ მისი მომზადება საკმაოდ მარტივია? თავად სცადეთ და ორეოს აღარასოდეს იყიდით.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი ორეოსათვის. მოათავსეთ თასში დარბილებული კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი და კაკაო. დაამატეთ მარილი და სოდა. მოურიეთ კარგად. მიღებული მასისგან გააკეთეთ ორეოს მსგავსი მრგვალი ორცხობილები. თუკი გსურთ, რომ თქვენი ორცხობილა ორეოს იდენტური გამოვიდეს, ღუმელში მოთავსებამდე თითოეულ რგოლს ოდნავ დაადეთ ორეოს ორცხობილა ისე, რომ გადაიტანოთ მისი პრინტი. მომზადებული მასა მოათავსეთ ღუმელში 165 გრადუსზე, 10-15 წუთით.

2 ნაბიჯი

სანამ ელოდებით ორეს ორცხობილებს, შეგიძლიათ, დაიწყოთ კრემის მომზადება. დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და ათქვიფეთ. კრემი წაუსვით გამომცხვარ ორცხობილებს. თქვენი ორეოც მზადაა!

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ