სახლში მომზადებული რაფაელო (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    10

სახლში მომზადებული ქოქოსის ბურთები, რომელიც კანფეტ raffaello-ს მოგაგონებთ, მარტივად მოსამზადებელი და უგემრიელესია.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ქოქოსის ფანტელი და შედედებული რძე მოვათავსოთ თასში და კარგად შევაზილოთ. შერევის დროს, თუკი მიხვდით, რომ მასა კარგად არ იკვრება, დაუმატეთ შედედებული რძე.

2 ნაბიჯი

დავიწყოთ ბურთების გაკეთება - დავისველოთ ხელი, დავამრგვალოთ ხელში მოქცეული მასა, შუაში ჩავუდოთ მოხალული თხილი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ხელით მჭიდროდ მივცეთ მრგვალი ფორმა.

3 ნაბიჯი

მიღებული ბურთულება ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ