• მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    1

შემოდგომის დადგომისთანავე, კულინარიული განწყობაც ფერს იცვლის. კერძებიც მეტად თბილი და სეზონური გვინდება.

სალათი “შუბა” სწორედ, მსგავსი კერძების რიცხვს მიეკუთვნება.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, ვხარშავთ კარტოფილს, სტაფილოს, ჭარხალს და კვერცხს. ვაციებთ, ვაცლით კანს და ვხეხავთ.

2 ნაბიჯი

დროა, გადავიდეთ სალათის აწყობაზე - პირველი ფენა კარტოფილი, რომელსაც ვაყრით მარილს და შავ პილპილს, ვალაგებთ გამზადებულ ქაშაყს, ისევ კარტოფილს, მარილს და პილპილს. ვუსვამთ მაიონეზს და ვაყრით წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს. შემდეგ ვაყრით გახეხილ სტაფილოს, მარილს, პილპილს და ვუსვამთ მაიონეზს. ვაყრით კვერცხს, მარილს პულპილს და ვუსვამთ მაიონეზს, ბოლოს ვაყრით ჭარხალს და ვრთავთ კამით.

შენიშვნა

შუბას განსაკუთრებით უხდება სპირტიანი სასმელი.

ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.

ასევე დაგაინტერესებთ