- 06/11/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო5 საათი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
ორცხობილას ვფქვავთ ბლენდერში, ვამატებთ დამდნარ კარაქს, ვურევთ და გადაგვაქვს პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე. ვტკეპნით ორცხობილას, ამოგვყავს გვერდები და ვდგამთ ღუმელში 180 გრადუსზე 5 წუთი.
შაქრითა და კვერცხით ვამზადებთ გოგლიმოგლს, ვუმატებთ კრემყველს და კარგად ვთქვეფთ მიქსერით. შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი და დავამატოთ ორთქლზე გამდნარი შავი შოკოლადი. კარგად ამოვურიოთ და მიღებული მასა დავასხათ გამომცხვარ და გაგრილებულ ორცხობილას.
საცხობი ფორმა დავაბრუნოთ ღუმელში და ნამცხვარი გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 1 საათი (ცხობის დრო და ტემპერატურა დაარეგულირეთ თქვენი ღუმელის შესაბამისად) .
Ana Kvirikashvili
ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
შოკოლადის კლასიკური ჩიზქეიქი (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions