შოკოლადის მუსი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    3

ფაფუკი და გემრიელი შოკოლადის მუსი უმარტივესი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

კვება

ერთი ჭიქა შეიცავს

  • დღიური ღირებულება*
  • 248 კკალ

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, გავაცალკევოთ კვერცხი გულები ცილისაგან. ცილა ავთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე.

2 ნაბიჯი

გავადნოთ შოკოლადი. ცხელ, გამდნარ შოკოლადში სწრაფი რევით დავამატოთ კვერცხის გულები. კარგად რომ შეერევა, შევათქვიფოთ ცილას.

3 ნაბიჯი

შევდგათ საყინულეში და დაველოდოთ შემაგრებას (დაახლოებით 1 საათი).

შენიშვნა

მიირთვით ცივ მდგომარეობაში.

მოყვარული კულინარი. გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულიანრიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის კულინარიისადმი ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა, ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ! ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს, დაიბადა ჩემი ეს სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც შეუძლებელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით.

ასევე დაგაინტერესებთ