შუ მოხარშული კრემით

  • მომზადების დრო
    20 წუთი
  • დამატებითი დრო
    40 წუთი
  • ულუფა
    15

შუ მოხარშული კრემით ყველასათვის საყვარელი დესერტია.

Advertisements

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

მოვამზადოთ ცომი - ავადუღოთ ერთი ჭიქა წყალი, გავადნოთ შიგნით 100 გრამი მარგარინი ან კარაქი (მარგარინით უფრო რბილი ცომი გამოდის).

2 ნაბიჯი

როდესაც მარგარინი ან კარაქი გადნება წყალში (ქვაბი ისევ ცეცხლზეა), იმავე ჭიქით ვყრით 1 ჭიქა სავსე ფქვილს, კარგად მოვურევთ, დაახლოებით 2-3 წთ, რომ ფქვილიც მოიშუშოს.

3 ნაბიჯი

შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავახლით 1 კვერცხი (ცილიანად და გულიანად) და შევაზილოთ კარგად, შემდეგ მეორე კვერცხი და ასე ცალ-ცალკე 4 კვერცხი უნდა შევაზილოთ ცომს. ბოლოს ჩავაყაროთ ვანილი.

4 ნაბიჯი

ფორმები დავსვათ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 35-40 წუთი.

5 ნაბიჯი

დავიწყოთ კრემის მომზადება - კვერცხითა და შაქრით ვაკეთებთ გოგლიმოგლს მიქსერით, შემდეგ ვურევთ ფქვილს და თბილ რძეს (არ უნდა იყოს ცხელი, თორემ მასა აიჭრება. კარგად გავხსნათ ფქვილი ამ მასაში და შემოვდგათ ცეცხლზე. ვურიოთ, სანამ არ შესქელდება და და არ წამოდუღდება. წამოდუღებისთანავე გადმოდგით, გააციეთ კარგად და შეურიეთ კარაქს ნელ-ნელა მიქსერით.

6 ნაბიჯი

გამომცხვარი შუ კი, გაჭერით შუაზე და დაკრემეთ. შეგიძლიათ, შუაში მოათავსოთ მარწყვი, ალუბალი ან სხვა ხილი სურვილისამებრ.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ