სმუზი 5 წუთში (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    5 წუთი
  • ულუფა
    1

თუკი გსურთ, რომ დილა ჯანსაღად და გემრიელად დაიწყოთ, მოამზადეთ სმუზი მხოლოდ 5 წუთში!

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ხილი ჩავყაროთ ბლენდერში, დავასხათ სასურველი ოდენობის რძე და ავქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ჩიის მარცვლები, შვრიის ფანტელები და კვლავ დავაბლენდეროთ.

2 ნაბიჯი

მიღებული მასა გადმოვასხათ ჭიქაში და გავაფორმოთ ხილით.

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ