- 10/12/2020
- სამზარეულო: ევროპული
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო30 წუთი
-
ულუფა3
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, მოხარშეთ სპაგეტი.
საქონლის ფარშს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში (შეგიძლიათ, ეს ინგრედიენტები დააბლენდეროთ და ისე დაუმატოთ). შემდეგ დაუმატეთ წყალში დამბალი პური, მარილი, პილპილი, ორეგანო და კარგად მოზილეთ.
მომზადებული მასისგან გააკეთეთ ბურთები ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთით.
დაიწყეთ სოუსის მომზადება - მოვთუშოთ ნიორი, დავამატოთ გატარებული პომიდორი, ცოტა წყალი, ორეგანო, მარილი, პილპილი და ვადუღოთ 2-3 წუთი. შემდეგ ამ მასაში ჩავაწყოთ გამომცხვარი ხორცის ბურთულები, დავაფაროთ თავზე და ვადუღოთ დამატებით 2-3 წუთი.
მომზადებულ სპაგეტზე ზევიდან დავაწყოთ ხორცის ბურთები, მოვასხათ ცოტა სოუსი, მოვაყაროთ ცოტა პარმეზანი და კერძიც მზადაა.
likuna megutnishvili
მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.
ასევე დაგაინტერესებთ
სპაგეტი ხორცის ბურთებით (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions