სუში ორაგულით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    20 წუთი
  • ულუფა
    15

გიცდიათ სუშის სახლში მომზადება? ამას ანას ვიდეო რეცეპტით ბევრად მარტივად შეძლებთ.

 

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, შევაზაოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი - დავუმატოთ შაქარი, ძმარი და კარგად მოვურიოთ.

2 ნაბიჯი

ორაგული, გულგამოცლილი კიტრი და ავიკადო წვრილად, გრძლად დავჭრათ. შემდეგ ნორის ზედაპირზე თანაბრად მოვათავსოთ მომზადებული ბრინჯი.

3 ნაბიჯი

ბრინჯიანი ნორი გადმოვაბრუნოთ და მეორე მხარეს წავუსვათ კრემყველი, რომელზედაც უნდა მოვათავსოთ წიტელი ორაგული, კიტრი და ავოკადო. შემდეგ დავახიოთ ნორი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ზემოდან წავუსვათ ხიზილალა.

4 ნაბიჯი

იმისთვის, რომ დავჭრათ სუში, უმჯობესია, გამოვიყენოთ წყალში დასველებული დანა. პირველ რიგში, გავჭრათ შუაზე, შემდეგ კი დაჭერით თანაბრად.

შენიშვნა

სუშის მეორე ვერსიის მოსამზადებლად, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე.

ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.

ასევე დაგაინტერესებთ