ტორტი თუ მზე?

  • მომზადების დრო
    1 საათი
  • დამატებითი დრო
    3 საათი
  • ულუფა
    1

ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი “ჩიტის რძე” ჩვენმა კულინარმა, დიანამ, მზე ტორტად აქცია.

ინგრედიენტები

აღწერა

პირველ რიგში, ჟელატინს დავასხათ წყალი, კარგად მოვურიოთ და დავდგათ დასალბობად.

1 ნაბიჯი

დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება - კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ, ცილა მოვათავსოთ მიქსერის თასში, გული ხელის ბლენდერში (პროცესის დასაჩქარებლად) ავთქვიფოთ, დავამატოთ 2 კოვზი შაქარი ცილას და 2 გულს, ორივე ამოვიყვანოთ კარგად - ცილა გამყარებამდე, გული მასის გაორმაგებამდე.

2 ნაბიჯი

შემდეგ ორივე მასა გადავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად ამოვურიოთ სილიკონის ჯოხით. მიღებული მასა გადავიტანოთ 28 სმ.დმ ფორმაში და გამოვაცხვოთ 170 გრადუსზე 30 წთ.

3 ნაბიჯი

მოვამზადოთ კრემი - კვერცხის გული და ცილა განვაცალკევოთ, გული ავთქვიფოთ. მასა როგორც კი დიწყებს გაორმაგებას, დავამატოთ შაქარი, ვანილი, ფქვილი, ავთქვიფოთ კიდევ და დავასხათ რძე. მოვურიოთ, გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე (კრემის მომზადებას დასჭირდა 20-25 წუთი). ვურიოთ გამუდმებით. რომ გასქელდება გადავდგათ გასაგრილებლად. ბოლომდე ნუ გააციებთ (მხოლოდ 40 გრ.ტემპ-მდე).

4 ნაბიჯი

როდესაც კრემი გაგრილდება, კოვზით შეაზილეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. პარალელურად, ავთქვიფოთ ცილა. ცოტა ხანში დავამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ შაქრის გალღობამდე. თეთრი ღრუბელივით ცილა დიდი სიფრთხილით გადავურიოთ კრემს (გამოვიყენოთ მხოლოდ ხის ან სილიკონის ჯოხი). ამასობაში გავათბოთ დამბალი ჟელატინი,შევაგრილოთ და დავუმატოთ კრემს.

5 ნაბიჯი

შეგვიძლია, დავიწყოთ ტორტის აწყობა - იმ ფორმის ძირზე, რომელშიც გამოვაცხვეთ ბისკვიტი, მოვათავსოთ გაგრილებული ბისკვიტი, გადავიტანოთ მთელი კრემი ბისკვიტზე და მაცივარში მოვათავსოთ 2-3 საათი (ჩემს ჟელატინს ეს დრო სჭირდება). ჩვენი მზე ტორტიც მზადაა.

შენიშვნა

3საათის შემდეგ, შეგიძლიათ, გამოიღოთ ტორტი მაცივრიდან, შემოხსნათ ფორმა და მთლიანად გადაასხათ შოკოლადის გლაზური (იხილეთ ინგრედიენტები ზემოთ) და მიიღებთ ოფიციალურ ჩიტის რძეს. თუმცა, ჩემთვის ბისკვიტი და კრემი საკმარისად ტკბილი იყო, ამიტომ გლაზურის ნაცვლად დავფხვენი ორცხობილა, დავამატე დამღვალი კარაქი და ფორმის მოუხსნელად ტორტს მოვაყარე თავზე.

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ