ტრადიციული გოზინაყი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    3 საათი და 30 წუთი
  • ულუფა
    2

გოზინაყის გარეშე ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია.

ინგრედიენტები

აღწერა

პირველ რიგში, შეარჩიეთ თეთრი, საღი ნიგოზი და კარგად დაფერფლეთ.

1 ნაბიჯი

დავდგათ თაფლი ნელ ცეცხლზე და რომ წამოდუღდება გადმოვდგათ და კარგად გავაციოთ. ეს ეტაპი გაიმეორეთ სამჯერ. მესამე ეტაპზე შეამოწმეთ თაფლი წყლის საშუალებით. თუ დაკრისტალდა ნიშნავს, რომ მზადაა და მეოთხე წამოდუღებაზე უკვე შეგვიძლია დავუმატოთ ნიგოზი.

2 ნაბიჯი

ნიგვზის დამატების შემდეგ, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გადავიტანოთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ.

3 ნაბიჯი

ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე და დავჭრით ფრთხილად.

DoDo.Gastronomy-ს ერთ-ერთი დამფუძვნებელი. სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი, კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი, მოყვარული ფოტოგრაფი, კულინარი. სამზარეულო ის სამყაროა, საიდანაც არასდროს მინდება გამოსვლა, რაც უფრო მიბიძგებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაცილებით მეტი ვისწავლო და პროფესიულ დონეზე დავეუფლო კულინარიას. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა კვების წარმოების ტექნოლოგიაზე, რაც კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ დონეზე განვავითარო, ჩემი, როგორც მომავალი მზარეულის მოღვაწეობა. უკვე მაქვს საკუთარი ბლოგი, DoDo.Gastronomy, ჩემს მეგობართან ერთად. და მაინც, რა არის DoDo.Gastronomy? ეს გახლავთ ორო უახლოესი მეგობრის კულინარიული ბლოგი, რომელიც შეგიძლოათ ნახოთ, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook გვერდებზე. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა ტრადიციული თუ თანამედროვე კერძის რეცეპტი, შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქართული, ასევე ევროპულო სამზარეული. DoDo.Gastronomy არის მრავალფეროვანი, გამოირჩევა საოცარი ფერადოვნებით, მასში გაერთიანებულია ორი ადამიანის ხედვა. ეს ყველაფერი კი იმდენად სინთეზური და ორგანულია, რომ აუცილებლად მოგინდებათ DoDo.Gastronomy-ს რეცეპტების გამოყენება.

ასევე დაგაინტერესებთ