ცივი ტორტი – ბანანითა და არაჟნის კრემით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    5 წუთი
  • ულუფა
    1

უგემრიელესი ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება!

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

არაჟანი, ფქვილი, კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე. კრემი რომ გასქელდება, გადმოვდგათ და გავაციოთ.

2 ნაბიჯი

ცალკე გავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ნელ-ნელა შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემი კარაქს.

3 ნაბიჯი

ააწყეთ ტორტი - ღრმა თასს ძირში წაუსვით კრემი, შემდეგ მოათავსეთ ორცხობილა, დანამეთ, წაუსვით კრემი და დაადეთ ბანანი. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე და ბოლოს ტორტი გააფორმეთ ორცხობილითა და ბანანით.

შენიშვნა

მიირთვით ცივი.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ