- 16/11/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო5 წუთი
-
ულუფა2
ზამთრის ცივი ამინდების მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტად მინდა, გავეხვიო თბილ პლედში, ვუყურო საყვარელ ფილმს და დავლიო უზარმაზარი ჭიქით ცხელი შოკოლადი.
ინგრედიენტები
აღწერა
ცეცხლზე დავდგათ ქვაბი, ჩავყაროთ შაქარი, კაკაო, მწიკვი მარილი და დავასხათ დაახლოებით 200-250 გ რძე.
სანამ რძე ადუდება, ცალკე გავხსნათ დარჩენილ რძეში სახამებელი და დავამატოთ ცხელ რძეს, რომელიც ქვაბში გვაქვს. კარგად ვურიოთ, რომ სახამებელი გაიხსნას.
დავჭრათ შოკოლადი და რძის წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ქვაბში, გამოვრთოთ ცეცხლი და ვურიოთ, სანამ არ დადნება შოკოლადი.
გასაფორმებლად გამოვიყენოთ ზეფირი და დარიჩინის ჩხირები, რაც კიდევ უფრო არომატულს ხდის ჩვენს ცხელ შოკოლადს
შენიშვნა
შეგიძლიათ, ზემოდან ამოყვანილი ნაღები დაადოთ.
likuna megutnishvili
მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.
ასევე დაგაინტერესებთ
ცხელი შოკოლადი ლიკუნასგან (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions