ნუდლსის საუკეთესო რეცეპტი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    1 საათი
  • ულუფა
    1

თუკი ნუდლსის სახლში მომზადება გსურთ, ეს საუკეთესო რეცეპტია! მოამზადეთ ტკბილ-ცხარე სოუსითა და ლიმონის არომატით მარიამის ვიდეო რეცეპტის დახმარებით.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, დავამარინადოთ ფილე. ნახევარი ლიმონის წვენი და 50 მლ სოიოს სოუსი შევურიოთ ერთმანეთში. მარინადში მოვათავსოთ ქათმის ფილე და გავაჩეროთ 1-2 საათის მანძილზე.

2 ნაბიჯი

ფილე დავჭრათ გრძელ ნაჭრებად და შევწვათ ზეთმოსხმულ ტაფაზე. რომ დაიბრაწება, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული და დავტოვოთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით.

3 ნაბიჯი

ტაფაში მოთავსებულ ფილესა და ბოსტნეულს დავუმატოთ სოუსები და მარილი გემოვნებით.

4 ნაბიჯი

Მზა ბოსტნეულსა და ფილეს ვამატებთ მოხარშულ უდონს და კერძი მზადაა სერვირებისთვის.

შენიშვნა

მომზადებულ კერძს ბოლოს მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

ექიმი-ოფთოლმოქირურგი. კულინარიული ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვხოვრობდი მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მომინდა, გამეკეთებინა ბლოგი და ჩემი რეცეპტები გამომწერებისთვის გამეზიარებინა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ