ვაშლის დესერტი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    30 წუთი
  • ულუფა
    1

როდესაც ვაშლი შენი საყვარელი ხილია…

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეთ შაქარი (შეგიძლიათ, ეს ინგრედიენტი ამოიღოთ, თუ ერიდებით შაქრის მიღებას), ქიშმიში და დარიჩინი გემოვნებით.

2 ნაბიჯი

ფენოვანი ცომი დაჭერით 12 ტოლ ნაწილად, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. აიღეთ 6 ცალი ნაჭერი და ამოჭერით ნებისმიერი ფორმა. აიღეთ ორი ცალი ერთნაირი ზომის ცომის ნაჭერი, ერთზე გადაანაწილეთ ვაშლის მასა, ხოლო მეორე დააფარეთ ზემოდან და შეკარით გვერდები, რომ შიგთავსი არ გადმოცვივდეს.

3 ნაბიჯი

ერთი კვერცხის გული +2ს/კ რძე კარგად შეურიეთ ერთმანეთს და გადაუსვით გამზადებულ ღვეზელებს, ლამაზ ფერსაც მიიღებს, როდესაც გამოცხვება. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 25-30 წუთი.

შენიშვნა

შეგიძლიათ, რომ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.

ფუდ-ფოტოგრაფი და ფუდ-ბლოგერი. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მქონია პროფესიული თუ არაფორმალური შემხებლობა განათლების დონეზე კულინარიასთან. ამ სფეროსადმი ინტერესი 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და უამრავ გადაცემას ვუყურებდი, ვცდილობდი აღმომეჩინა ბევრი ახალი და საინტერესო მიმდინარეობა. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიზიდავს და მთავარი ამოსავალი ამ საქმისა იყო, გამეერთიანებინა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან და ბლოგის სახით, ჩემი სოციალური კუთხე შემექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ