როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ჯანსაღი კვება?

თქვენი შვილი უარს ამბობს ჯანსაღ საკვებზე? დიდი ძალისხმევა გჭირდებათ მის დასაყოლიებლად? სინამდვილეში, მათი დარწმუნება ბევრად მარტივია.

"დიალოგის" ფსიქოლოგიგაეცანით ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ “დიალოგის” კვებითი ჩვევების სპეციალისტის, ქეთი მესხიშვილის, სტატიას და გაიგეთ, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს ჯანსაღი საჭმელი.

ერთადერთი და უნიკალური საშუალება იმისთვის, რომ ბავშვს შევაყვაროთ ჯანსაღი კვება არის იგივე ჯანსაღი კვების რეკომენდაციების დანერგვა ოჯახში.

მშობელს ჯანსაღი კვება არ უნდა აერიოს დიეტაში და ყველა საჭირო პროდუქტი, მათ შორის ტკბილეულიც, აუცილებლად უნდა დარჩეს რაციონში. მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითავისონ, რომ ბავშვებისთვის დასწავლის ყველაზე ეფექტური საშუალება რეალური მაგალითებია. პატარები ყველაფერს სწავლობენ ყურებით და მათთვის დიდი რაოდენობით ვერბალურად მიწოდებული ინფორმაცია ათვისებული არ ხდება, ან მხოლოდ დროებითი ეფექტის მატარებელია.

მაგალითები, რომლებსაც მშობლები თავად საკუთარი ქცევით აჩვენებენ ბავშვებს, მთელი ცხოვრებოს განმავლობაში ამახსოვრდება ადამიანს და ზრდასრულობის ასაკში ავტომატურად ხდება მისი გამეორება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ტონი და ინფორმაციის მიწოდების ფორმა. თუკი პატარა უარს ამბობს ამა თუ იმ პროდუქტზე, დაძალება არ შეიძლება, რადგან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს. სტრესის ფონზე მიღებული საკვები, ფსიქოლოგიური განწყობოს გამო უსარგებლოც კი ხდება ორგანიზმისათვის. სამომავლოდ შესაძლოა, გამოიწვიოს ზიზღის გრძნობა.
ზოგჯერ ძალდატანებით კვების გამო, პატარების ტრავმირებაც კი ხდება, რაც მომავალში მათი კვებითი აშლილობების განმაპირობებელიც კი შეიძლება გახდეს.
აქედან გამომდინარეობს, რომ სულაც არაა რთული, შევაყვაროთ ბავშვებს სწორი კვება. მთავარია, მშობელმა იცოდეს, რა არის სინამდვილეში ჯანსაღი საკვები, თავად სცადოს ჯანსაღად კვება, იმისათვის, რომ მის მაგალითზე, ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გარეშე, ბავშვმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტოს იგივე საჭმლით დანაყრება.

ასევე დაგაინტერესებთ