თაფლიანი წყალი – ჯანმრთელობის ელექსირი

ტკბილი, ჯანსაღი და არომატული  – თაფლიანი წყალი სასარგებლო და გემრიელია.

მეფუტკრეზე უკეთ ვინ გვეტყვის, რა სარგებლობა შეიძლება ჰქონდეს თაფლს ჩვენი ჯანმრთელობისათვის? ამიტომ ჩვენ გავესაუბრეთ “იონას საფუტკრის” დამფუძნებელს, გიორგი იონათამიშვილს, რომელიც აწარმოებს ფუტკრის ნატურალურ პროდუქტს. გიორგი საკუთარ გამოცდილებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით, გვთავაზობს თაფლიანი წყლის სასარგებლო თვისებებს.

  1. გვეხმარება წონის დაკლებაში – ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონითა და თაფლით ხელს უწყობს წონის კლებას. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და გვგვრის დანაყრების შეგრძნებას.
  2. აძლიერებს იმუნურ სისტემას – იმისათვის, რომ თაფლიანმა წყალმა გააძლიეროს თქვენი იმუნური სისტემა, აუცილებელია, რომ თაფლი იყოს ნატურალური.
  3. გვმატებს ენერგიას – თაფლის და წყლის კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმში ჰიდრატაციის დონის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად გულისხმობს მეტი ენერგიის მიღებას.
  4. კურნავს ყელის ტკივილს – თბილი წყალი რამდენიმე კოვზ ნატურალურ თაფლთან ერთად ამცირებს ყელის ტკივილს. საუკეთესო შედეგისათვის, დალიეთ ნელა.
  5. ხელს უწყობს ტკბილად ძილს – თუკი თაფლიან წყალს თქვენი ცხოვრების წესად აქცევთ, აღარასოდეს შეგაწუხებთ უძილო ღამეები.

იმისათვის, რომ თაფლიანი წყლისგან ყველა სარგებელი მივიღოთ, “იონას საფუკტრეში” გვირჩევენ, რომ თაფლი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს.

თუკი გსურთ, ნატურალური თაფლის შესახებ გაიგოთ მეტი, გაეცანით moms.ge-ს სტატიას. 

ასევე დაგაინტერესებთ