ტოპ 10 საახალწლო ტკბილეულის რეცეპტი (+ვიდეო)

ახალი წლისთვის ყველა ოჯახი გამორჩეულად ემზადება. საახალწლო სუფრის გაწყობა ამ დღესასწაულის განუყოფელი ტრადიციაა, ამიტომ meals.ge გთავაზობთ 10 საუკეთესო საახალწლო ტკბილეულის ვიდეო რეცეპტებს.

გადახედეთ ჩვენს ჩამონათვალს, ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და მოამზადეთ ყველაზე მარტივად და გემრიელად.

რეცეპტების სრულად სანახავად დააჭირეთ სურათებს.

10. მათთვის, ვისაც ახალი წლის სუფრა განსაკუთრებულად ტკბილი უნდა რომ ჰქონდეს, საუკეთესო ირისის რეცეპტი გვაქვს.

9. ახალ წელს ხშირად ჩვენს სუფრას ნამცხვარი შუ ამშვენებს. მისი მომზადება კი, არც თუ ისე, რთულია. 

8. თუკი ახალ წელს გსურთ, მშვიდად შეხვდეთ, ცხელ შოკოლადთან და საახალწლო ფილმთან ერთად, აუცილებლად მოამზადეთ უგემრიელესი მარშმელოუ.

7. წარმოგიდგენიათ ახალი წლის ღამე ბავშვებთან ერთად, სადაც საახალწლო თაფლის ორცხობილები არაა?!

6. ეს რეცეპტი მათ, ვისთვისაც დესერტების გაფორმება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გემო. მოამზადეთ კარამელის დეკორაცია თქვენი დესერტების მოსართავად.

5. განსაკუთრებული საახალწლო განწყობის შესაქმნელად ეს ფორთოხლის დეკორაციები დაგეხმარებათ.

4. ახალ წელს ფელამუში თითქმის ყველა სუფრაზეა. მოგიგზადებიათ ფელამუშის ნამცხვარი?

3. წელს განსაკუთრებით ყველა ოჯახი ცდილობს საახალწლო ჯინჯერის ორცხობილების მომზადებას.

2. იმისათვის, რომ ახალი წლის ჯადოსნური ღამე გვქონდეს, აუცილებელია ჩვენს სუფრას ჯინჯერის ქალაქი ამშვენებდეს.

1. და ბოლოს, პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ქართული სუფრის შეიცვლელი წევრი – გოზინაყი იკავებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ